Friday, May 27, 2016

უხილავი თანამედროვე

პროექტის სახელწოდება:,,უხილავი თანამედროვე
პროექტის მთავარი იდეა:შეიგრძნონ მეცნიერების შესწავლის აუცილებლობა. დასაბუთება იმისა, რომ მხოლოდ გრძნობათა ორგანოების საშუალებით შეუძლებელია სამყაროში მიმდინარე მოვლენების  რეალურად აღქმა.
პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეები დაინტერესდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით,  რადგან მეცნიერებებისადმი ლტოლვა არა მარტო საქართველოში ზოგადად მსოფლიოში ნაკლებია
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ იმის გაგება, რომ ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების გარეშე შეუძლებელია პროგრესი ტექნიკაში. ატომის და ბირთვული ფიზიკის როლზე მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, მედიცინის განვითარებაში. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა
მოსწავლეთა ასაკი: XI კლასის მოსწავლეები
ვადები/ ხანგრძლივობა:  20 თებერვალი2017წელი   -     20 მაისი 2017 წელი
მოსალოდნელიშედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნან სლაიდები, მოამზადონ პრეზენტაციები, გაეცნონ ფიზიკოსებს, რომლებიც მუშაობენ ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში, იმ სტუდენტებს რომლებიც დაინტერესებულია ფიზიკით და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ ფიზიკის ფაკულტეტზე. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა ფიზიკის და ზოგადად ატომის ფიზიკის შესასწავლად.  მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გაცნობა.
 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფიზიკის, ისტორიის, ბიოლოგიის, ინგლისურის მასწავლებლები,  ქართველი ფიზიკოსები, რომელთაც უმუშავიათ ან ახლაც მუშაობენ CERN-ის ლაბორატორიაში, სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ფიზიკის სპეციალობით, ფიზიკა XI კლასის სახელმძღვანელო გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი,
 ნცხეთის ყოფილი ბირთვული რეაქტორი  
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  *ლექცია თემაზე ,,უხილავი თანამედროვე“ *სხვადასხვა ასაკის და სტატუსის ადამიანების გამოკითხვა თუ რა  იციან რადიაციის შესახებ, რა იწვევს, როგორ შეიძლება მისგან თავდაცვა.*ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია ,,თემაზე ბირთვული კვლევებიკვლევები“ ექსკურსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მცხეთაში ყოფილ ბირთვულ რეაქტორში, მოსწავლეთა პრეზენტაციების მოსმენა სტუმრებთან ერთად  და სკაიპით დაკავშირება CERN-ში მომუშავე ქართველ ფიზიკოსთან ირაკლი მინაშვილთან და მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელ მილკ სტორთან
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ფიზიკა  კვლ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები. კვლ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა. კვლ.XI.3. მოსწავლეს  შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.კვლ. XI.4 მოსწავლეს  შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება   ფზXI.8. მოსწავლეს  შეუძლია ატომის აგებულების, რადიოაქტივობის და რადიპაქტიური გამოსხივების სახეების აღწერა   ფიზ.XI.9. მოსწავლეს  შეუძლია ბირთვის აღნაგობის აღწერა და მსჯელობა ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ


პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მანონი გეფერიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mgeperidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://geperidze.blogspot.com/